Tuesday, April 19, 2011

ვენეცია


ვენეცია (იტ.: Venezia, ვენეც.: Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი, იტალიის რეგიონის ვენეტო და ვენეციის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა 2009 წლის 30 აპრილის აღწერით შეადგენდა 270 660 ადამიანს. ქალაქი პადუასთან ერთად პადუა-ვენეციის აგლომერაციას ეკუთვნის, მოსახლეობით 1.600.000.
სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდბოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.[1][2] ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: "La Dominante", "Serenissima", "ადრიატიკის ზღვის დედოფალი", "წყლის გალაქი", "ნიღბების ქალაქი", "ხიდების ქალაქი", "მცურავი ქლაქი" და "არხების ქალაქი".[3]


                                                               საინტერესო ფაქტები  ვენეციის შესახებ:


  • ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მათ სერავს 160 არხი, 369 ხიდი. ქალაქი გამოყოფილია კონტინენტისაგან სრუტით, რომელზეც გადებულია 4 კმ. სიგრძის ჯებირი მატარებლის გასავლელად.
  • XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი თითქოსდა გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. სადგურის გარდა ვენეციაში არც ერთი თანამედროვე ნაგებობა არ არის, არც მეტრო, არც ავტომობილი, არც ტაქსი. არხებზე დაცურავენ ფანტასტიკური ნავები _ გონდოლები, მათი სიგრძეა 11 მ. ხოლო სიგანე _ 2 მ.-მდეა. იგი სწრაფად დაცურავს წყალზე, მორჩილად და მოხერხებულად ლავირებს სხვა გონდოლებს შორის.
  • ვენეციის შენობები თითქოს წყლიდან „ამოდიან¨, ტალღები ეშხეფება კიბეებს. შენობიდან გამოსული პირდაპირ გონდოლაში ხვდებით.

  • 45 კმ-იანი გრანდეს არხის ბოლოს განთქმული _ წმინდა მარკოსის მოედანი მდებარეობს, სადაც ერთ დროს იყო სიკვდილით დასასჯელი ადგილი.
  • ვენეცია განუმეორებელი ქალაქია, რომელიც უკვე 400 წელია მყარად და ნირშეუცვლელად დგას… მაგრამ დრო და წყალი არღვევს მათ მოჩვენებით სიმტკიცეს. იგი ნელ-ნელა იძირება წყალში, ყოველ წელიწადს მეოთხედი სანტიმეტრით
  • http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
  • http://ucnauri.com/2009/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
                              

No comments:

Post a Comment