Tuesday, April 19, 2011

ვენეცია


ვენეცია (იტ.: Venezia, ვენეც.: Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი, იტალიის რეგიონის ვენეტო და ვენეციის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა 2009 წლის 30 აპრილის აღწერით შეადგენდა 270 660 ადამიანს. ქალაქი პადუასთან ერთად პადუა-ვენეციის აგლომერაციას ეკუთვნის, მოსახლეობით 1.600.000.
სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდბოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.[1][2] ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: "La Dominante", "Serenissima", "ადრიატიკის ზღვის დედოფალი", "წყლის გალაქი", "ნიღბების ქალაქი", "ხიდების ქალაქი", "მცურავი ქლაქი" და "არხების ქალაქი".[3]


                                                               საინტერესო ფაქტები  ვენეციის შესახებ:


  • ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მათ სერავს 160 არხი, 369 ხიდი. ქალაქი გამოყოფილია კონტინენტისაგან სრუტით, რომელზეც გადებულია 4 კმ. სიგრძის ჯებირი მატარებლის გასავლელად.
  • XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი თითქოსდა გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. სადგურის გარდა ვენეციაში არც ერთი თანამედროვე ნაგებობა არ არის, არც მეტრო, არც ავტომობილი, არც ტაქსი. არხებზე დაცურავენ ფანტასტიკური ნავები _ გონდოლები, მათი სიგრძეა 11 მ. ხოლო სიგანე _ 2 მ.-მდეა. იგი სწრაფად დაცურავს წყალზე, მორჩილად და მოხერხებულად ლავირებს სხვა გონდოლებს შორის.
  • ვენეციის შენობები თითქოს წყლიდან „ამოდიან¨, ტალღები ეშხეფება კიბეებს. შენობიდან გამოსული პირდაპირ გონდოლაში ხვდებით.

  • 45 კმ-იანი გრანდეს არხის ბოლოს განთქმული _ წმინდა მარკოსის მოედანი მდებარეობს, სადაც ერთ დროს იყო სიკვდილით დასასჯელი ადგილი.
  • ვენეცია განუმეორებელი ქალაქია, რომელიც უკვე 400 წელია მყარად და ნირშეუცვლელად დგას… მაგრამ დრო და წყალი არღვევს მათ მოჩვენებით სიმტკიცეს. იგი ნელ-ნელა იძირება წყალში, ყოველ წელიწადს მეოთხედი სანტიმეტრით
  • http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
  • http://ucnauri.com/2009/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
                              

ბრაზილია





                                                                       კლიმატი
ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ტროპიკულ სარტყელში, მისი სამხრეთი ნაწილი კი ექცევა სუბტროპიკულ სარტყელში. დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის სიუხვეს და ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც მერყეობს +14,7 გრადუსიდან 28,3 გრადუსამდე. ეს ტემპერატურები თანდათან კლებულკობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით,თვიური და წლიური ამპლიტუდა კი მატულობს.
ქვეყნის მტელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს - 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.
ბრაზილიის მთაინეთისათვის დაახლოებით 24-იან განედამდე, ბატონობს სუბეკვატორული კლიმატი ცხელი (22-28 გრადუსი) და ტენიანი ზაფხულით და თბილი (17-20 გრადუსი),მშრალი ზამთრით. მთიანეთის აღმოსავლეთით, კლიმატი ტროპიკული, ცხელი და ტენიანია (800-1600 მმ).
ბრაზილიის კლიმატური პირობები ხელსაყრელია ყველა სახის სოფლის მეურნეობის კულტურის მოსაყვანად. ცივი პერიოდის არარსებობა კარგ საშუალებას იძლევა წელიწადში ორი, ზოგიერთი კულტურისთვის კი სამი მოსავლისათვის.


                                            ისტორია

პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ - 1808 წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92 წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.



http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90

პარიზი

  •  პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
    მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
    პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).
    პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.


                             გეოგრაფია და კლიმატი

    • პარიზის საზღვრები ე.წ. პერიფერიული ბულვარით-რკალური ავტოსტრადით არის შემოფარგლული. ხანდახან პარიზის დასავლეთით მდებარე ბულონის ტყესა და აღმოსავლეთით გაშენებულ ვენსენის ტყესაც ქალაქის ტერიტორიას აკუთვნებენ. ამ ტყეპარკების ჩათვლით, ქალაქის მოედანი 105 კმ²-ს შეადგენს, მათ გარეშე კი 87 კმ² -ს. სენა პარიზს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ჰკვეთს,მარჯვენა, ჩრდილოეთ ნაპირზე მონ-მარტრის ბორცვები ჭარბობს. მარცხენა ნაპირის ვერტიკალად კი მონპარნასი გვევლინება. ქალაქის ცენტრში მდინარე სენა ოთხად განიტოტება და ორ კუნძულს-სიტესა და სენ-ლუის ჰქმნის. კიდევ ერთი კუნძული ლებიაჟი ბორცვების სამხრეთით მდებარეობს.

                                        კულტურა

    პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ დე ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, , პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია-დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა. პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა. საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია ”გრანდ ოპერა”, ”კომედი-ფრანსეზი”, ”ტეატრ დელ ესტ პარიზიენი”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”ებერტო”, ”რენესანსი”, ”ჟიმნაზი”, ”პორტ სენ მარტენი”, ”მიშოდიერი”, მატიურენი”, ”კომედი კომარტენი” და სხვა. დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”ფრანგული თეატრი”, ” ხელოვნების დემოკრატიული ფრთა”, ”ტეატრ დე ლა კომიუნი”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.
  • http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98#.E1.83.99.E1.83.A3.E1.83.9A.E1.83.A2.E1.83.A3.E1.83.A0.E1.83.90